მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ რონალდუ მზადაა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადოს

კრიშტიანუ რონალდუ მზადაა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადოს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს საკითხი ძალზე აქტუალურია. იტალიური მედიის გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ კაპიტან ჯორჯო კიელინის დაურეკა.

რონალდუმ ჯორჯოს მოუბოდიშა და უთხრა, რომ თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა. გარდა ამისა, პორტუგალიელი მზადაა, რომ ტურინში დაბრუნების შემდეგ თანაგუნდელებს ყველას ერთად მომხდარის გამო ბოდიში მოუხადოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მილანთან“ შეცვლის შემდეგ სტადიონი დატოვა და სათადარიგო სკამზე გუნდს არ შეუერთდა. ამჟამად 34 წლის ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …