მთავარი / სიახლეები / 14 იუვენტინო ეროვნულ ნაკრებებში

14 იუვენტინო ეროვნულ ნაკრებებში

ტურინის „იუვენტუსის“ 14 ფეხბურთელი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ნაკრების რიგებში გაირჯებიან.

ფედერიკო ბერნარდესკი და ლეონარდო ბონუჩი იტალიის ნაკრების მაისურით 15 და 18 ნოემბერს, ბოსნიისა და სომხეთის ნაკრებთან ითამაშებენ. იმავე ბოსნიის ღირსებას კი, იტალიასთან და ლიხტანშტაინთან მირალემ პიანიჩი დაიცავს.

თურქეთის ნაკრებში გაირჯება მერიჰ დემირალი, რომელიც 14 ნოემბერს ისლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს, ანდორას გაეჯიბრება. 14 და 18 ნოემბერს, ასევე ორი თამაში ელოდება კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიაში, ლიეტუვასა და ლუქსემბურგთან.

აარონ რემზის უელსი აზერბაიჯანსა (16 ნოემბერი) და უნგრეთს (19 ნოემბერი) შეხვდება. იმავე დღეებში  ვოიცეხ შჩესნი პოლონეთის ნაკრებს კარს დაიცავს ისრაელთა და სლოვენიასთან, ემრე ჯანი გერმანია – ბელარუსისა და გერმანია – ჩრდ. ირლანდიის, ხოლო მატიას დე ლიხტი ჩრდ. ირლანდია – ჰოლანდია, ჰოლანდია – ესტონეთის მატჩებში იასპარეზებს. ყველა ზემოხსენებული მატჩები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპით გაიმართება.

ხუან კუადრადოს კოლუმბიასთან ერთად 15 და 19 ნოემბერს პერუსთან და ეკვადორთან სპარინგები ელოდება.

15 ნოემბერს, არგენტინა – ბრაზილიის მატჩი საუდის არაბეთში გაიმართება და ერთ მხარეს პაულო დიბალა იქნება, მეორე მხარეს დანილო და ალექს სანდრო. „ლა ჯოია“ 18-ში ურუგვაისთან ითამაშებს, რომლის ღირსებას როდრიგო ბენტანკური დაიცავს. ურუგვაი არგენტინამდე უნგრეთს შეხვდება, ხოლო ბრაზილიას კიდევ ერთი ამხანაგური თამაში 19 ნოემბერს, სამხრეთ კორეასთან აქვს დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …