ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. იტალიელი მცველის განცხადებით, „იუვეში“ თამაში მისი ოცნება იყო და უნდა, რომ ტურინში კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩეს.
„პირველი სკუდეტო მოვიგე და ჩემთვის დიდებული დღე იყო. მოედანზე ჩემს მეუღლესთან და შვილთად ერთად ვიზეიმე, ეს ნამდვილად დიდი სიხარული იყო. დიდი ხანი ტრავმირებული ვიყავი და ადვილი არ იყო დაუყოვნებლივ ტოპ ფორმაში დაბრუნება. „ატლეტიკოსთან“ (3:0) თამაში ჩემს კარიერაში საუკეთესო საფეხბურთო საღამო იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი დიდი გუნდია და იღბალიც საჭიროა.
ალეგრი? როდესაც მისი წასვლის ამბავი გავიგეთ, ყველა ვტიროდით. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ჩვენი გუნდიდან წავიდა.
მომავალი? „იუვენტუსში“ მოსახვედრად ბევრს ვიბრძოდი, ვიმედოვნებ და მინდა, რომ აქ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დავრჩე. მე ყოველთვის იუვენტინო ვიყავი და ყოველთვის ვოცნებობდი ამ გუნდში თამაშზე.
„ატალანტას“ სეზონი? თითქმის სამი წელია „ნერაძური“ ამ სიმაღლეზეა და ეს არ გამკვირვებია. ეს არის გუნდი მაღალი დონის ფეხბურთელებით, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. სატურნირო ცხრილში ეს პოზიცია დაიმსახურა“, – განაცხადა სპინაცოლამ.