ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი Sky Sport-ს ესაუბრა. ჯორჯიმ კომენტარი გააკეთა, როგორც მასიმილიანო ალეგრის წასვლის, ისე ანდრეა ბარძალის შესახებ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
გარდა ამისა, კიელინი მომავალი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო და ქომაგები დაამშვიდა.
„ალეგრის გათავისუფლება? „იუვეში“ გატარებული 15 წლის შემდეგ იმის თქმა, რომ ამას არ ველოდი, ტყუილი იქნება. ალეგრი განსაკუთრებული პიროვნებაა, რაც აღიარეს ქომაგებმაც კვირას პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. მან „იუვენტუსის“ ისტორია დაწერადა არ გამიკვირდება თუ ერთ დღეს უკან დაბრუნდება.
რა ტიპის მწვრთნელი შეიძლება მოვიდეს? არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ჩემზე უკეთ იციან. მშვიდად ვარ და მშვიდად უნდა იყოს გულშემატკივარიც. ამ დღეებში არაფერი წამიკითხავს და არაფერი ვიცი. ვვარჯიშობ, რადგან კვირას თამაში და სანაკრებო შეხვედრებისთვის ფორმაში ყოფნა მინდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მინდა გამარჯვება გავაგრძელოთ და ეს „იუვეს“ შეუძლია, რადგან ეს მის დნმ-შია. ამის გაკეთება ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელის ხელში მოახერხა.
ეს იყო ჩემი პირველი სეზონი კაპიტნის რანგში და მოხარული ვარ, რომ სკუდეტო ბარძალისთან ერთად აღვმართე. ის საოცრად მშვიდი ადამიანია, მაგრამ ამ ჯგუფს ბევრი მისცა. დარწმუნებული ვარ, ანდრეა ისევ იქნება „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა“, – თქვა კიელინიმ.