მთავარი / სიახლეები / კუადრადო: „ალეგრის წყალობით სრულყოფილი მოთამაშე გავხდი“

კუადრადო: „ალეგრის წყალობით სრულყოფილი მოთამაშე გავხდი“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ტურინში დარჩენა უნდა, რადგან ქალაქსა და გუნდშიც თავს კომფორტულად გრძნობს. კოლუმბიელმა ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-თან საუბარში განაცხადა.

„ამ ქალაქსა და „იუვეში“ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყველაზე ახლო მიზანი კოპა ამერიკაა, მაგრამ მომდევნო წელი სავსეა მიზნებით და მინდა მაქსიმუმს მივაღწიო. ჩემი ფიქრები აქ დარჩენას უკავშირდება, რადგან თავს კარგად ვგრძნობ.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა, მაგრამ ყოველთვის 100%-ით ვმუშაობთ. ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ წელს ბოლომდე ვერ მივედით და ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

ალეგრი?არ ველოდი, რომ ალეგრის გაუშვებდნენ, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. ჩვენ მხოლოდ მოედანზე უნდა ვიფიქროთ და პასუხი ასე გავცეთ. ალეგრი ძალიან დამეხმარა მთელ სტაფთან ერთად, თავდაცვით ფაზაში მომამატებინეს. მადლობელი ვარ მათი დიდი სამუშაოს. ალეგრის წყალობით უფრო მეტად სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდი“, – აღნიშნა კუადრადომ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …