მთავარი / სიახლეები / როგორი შემადგენლობით ითამაშებს სარისა და ინძაგის “იუვე”?

როგორი შემადგენლობით ითამაშებს სარისა და ინძაგის “იუვე”?

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. იტალიურ მედიში ყოველდღე სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ დაიწერა, რომ ფბაიო პარატიჩი ჯერ „ტოტენჰემთან“ დაახლოებულ აგენტს შეხვდა მაურისიო პოჩეტინოს საკითხზე, ხოლო შემდეგ თვით პეპ გვარდიოლას მილანში.

მიუხედავად ამისა, ტურინელთა თავკაცის პოსტზე ფავორიტის სტატუსებს მაურიციო სარი და სიმონე ინძაგი ინარჩუნებენ.

Tuttosport-ის ცნობით, თუ სარი „იუვეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება სატრანსფერო ბაზარზე მთავარი სამიზნე პოლ პოგბა გახდება. სარის ფორმაციის „იუვეს“ სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იქნება:

სარის „იუვენტუსი“

(4-3-3): შჩესნი, კანსელუ, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; რემზი, პიანიჩი, პოგბა; ბერნარდესკი, იგუაინი, რონალდუ

თუ სიმონე ინძაგი გახდება „იუვეს“ თავკაცი, სატრანსფერო გეგმებიც შეიცვლება. პოგბას ნაცვლად მთავარი სამიზნე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და მაურო იკარდი გახდებიან. სერბს ინძაგი „ლაციოდან“ კარგად იცნობს, იკარდი კი მისი ტაქტიკისთვის შესაბამისი ფიგურა იქნება კრიშტიანუ რონალდუსთან წყვილში სათამაშოდ.

სიმონე ინძაგის „იუვენტუსი“

(3-5-2): შჩესნი; მარკინიოსი, ბონუჩი, კიელინი; ბერნარდესკი, რემზი, ემრე ჯანი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ალექს სანდრო; იკარდი, რონალდუ

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …