ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი აირჩია. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ანიელი კვირა საღამოს პერსონალურად დაუკავშირდა სარის და მასთან სატელოფონო საუბარი გამართა.
სარი რა თქმა უნდა, „ბიანკონერის“ სიაში ერთადერთი კანდიდატი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ფაბიო პარატიჩი პეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინოს წარმომადგენელს შეხვდა, მათი დაყოლიება რთული იქნება, რადგან „სიტისთან“ და „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი აკავშირებთ.
სარი კი თითქმის გადაწყვეტილია, რომ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ „ჩელსის“ დატოვებს. ამიტომაც, მისი „იუვენტუსში“ დანიშვნა მომდევნო 10 დღის განმავლობაში ნამდვილად არ გაოფიციალურდება, მაგრამ დიდი შანსია, რომ ეს 1-ლი ივნისის შემდეგ მოხდეს.