მთავარი / სიახლეები / სპინაცოლა: “იუვესთან” ერთად გასული 6 თვე შესანიშნავი იყო”

სპინაცოლა: “იუვესთან” ერთად გასული 6 თვე შესანიშნავი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ „იუვეს“ ვებგვერდთან ისაუბრა და ტურინში გატარებულ პერიოდზე კომენტარი გააკეთა.

იტალიელი მცველი აღნიშნავს, რომ განვლილი 6 თვე საინტერესო და ლამაზი იყო. სპინაცოლას განცხადებით, “იუვენტუსის” ფეხბურთელობა საოცარი გრძნობაა.

„ეს 6 თვე ძალიან ლამაზი იყო, ტრავმისგან აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად წარიმართა, ეს გარკველწუილად იმიტომ, რომ ჩემი შვილი დაიბადა ამ პერიოდში. იყო ამ გუნდის, ამ ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის ნაწილი, ეს საოცარია. რვა წლის განმავლობაში „იუვე“ ყოველთვის მაკვირდებოდა და დაამტკიცა, რომ ჩემი სჯერა. ძალიან კმაყოფილი ვარ.

ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. პირველი მატჩიდან მოყოლებული, რაც ვითამაშე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას ვგრძნობ. თავს კარგად ვგრძნობ, ბევრად უკეთესად. ბევრს ვმუშაობ, რომ მომდევნო თვეებში საუკეთესო ფორმაში ვიყო, რადგან ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი პერიოდი იწყება. თუმცა, ახლა „ფროზინონეზე“ ვფიქრობთ, ამ მატჩს კონცენრირებული უნდა მივუდგეთ და ვიქნებით ფოკუსირებული „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაზე, რომელიც ლამაზი გამოწვევაა.

მარკო ბარონი? („ფროზინონეს“ მწვრთნელი) – მოხარული ვარ, რომ მასთან შეხვედრა მომიწევს, განსაკუთრებული ადამიანია. როდესაც 15 წლის ვიყავი, მითხრა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელებოსთვის მთელი ფლანგის კონტროლი იყო საჭირო, თუმცა მე მხოლოდ შეტევაში ჩართვები მინდოდა. 5 წლის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ვუთხარი, რომ მართალი იყო.

იტალიის ნაკრები? – ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ნიჭიერი ფეხბურთელებით, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში უნდათ. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ. მიზანი ევოპის 2020 წლის ჩემპიონატია“, – განაცხადა სპინაცოლამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …