ტურინის „იუვენტუსს“ ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი დაუბრუნდნენ. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
ეს უთუოდ კარგი ამბავია. აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდს გუშინ ლეონარდო ბონუჩიც დაუბრუნდა.
„იუვენტუსი“ „ფროზინონეს“ 15 თებერვალს დაუპირისპირდება.