ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ, რომელიც საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს, მოჰამედ სალაჰის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
„სალაჰი „იუვენტუსში“? გენიალური იდეაა. კოლოსარული გარიგება იქნება. საფეხბურთო თვალსაზრისით, კომერციულად, მედიის კუთხით. ეს ტრანსფერი შეიძლება შედგეს, რადგან 21-ე საუკუნის სატრანსფერო ბაზარზე შეუძლებელი არაფერია.
დარწმუნებული ვარ სალაჰის დამატების შემდეგ, რომელიც რონალდუსთან ერთად ითამაშებს, „იუვე“ თითქმის დაუმარცხებელი გახდება. ეს შესანიშნავი დუეტი იქნება, რომლებიც ერთმანეთს შეავსებენ“, – აღნიშნა ალტობელიმ Tuttosport-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი „იუვეს“ გუშინ დაუკავშირეს. გავრცელდა ორნაირი ცნობა – 200 მილიონი ეგვიპტელის სანაცვლოდ ან სალაჰი-დიბალას (+50 მილიონი) ბარტერი „ლივერპულთან“.