ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო სპინაცოლა სათამაშოდ მზადაა. იტალიელი ფეხბურთელი ტურინელებმა ზაფხულში დაიმატეს, მაგრამ ტრავმის გამო მისი დებიუტი დღემდე არ შემდგარა.
„კარგად ვარ და ერთი სული მაქვს, რომ ჩემი დებიუტი შედგეს. ასეთ დიდ ჩემპიონებთან ვარჯიში უბრალოდ ფანტასტიკურია.
სკუდეტო? – „ნაპოლი“ და „ინტერი“ შესანიშნავად თამაშობენ, მაგრამ ჯერჯერობით „იუვე“ წინაა“, – განაცხადა სპინაცოლამ.