მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგაზე შარშან დაკარგული თამაშები, მინდა წელს ავინაზღაურო”

ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგაზე შარშან დაკარგული თამაშები, მინდა წელს ავინაზღაურო”

ლეონარდო ბონუჩი „ვალენსიასთან“ ჩატარებული მატჩი „იუვენტუსის“ ისტორიაში შევიდა. იტალიელი მცველი „შავ-თეთრი“ მაისურით ევროტურნირებზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ბონუჩიმ ამასთან დაკავშირებით JTV-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, სიამაყით მავსებს ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩატარებული მატჩებით ასეთი გუნდის მაისურით ტოპ 10-ეულში მოვხვდი. ახლა, მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შარშან დაკარგული მატჩები ავინაზღაურო“, – განაცხადა ბონუჩიმ.

ლეონარდო ბონუჩის ანგარიშზე „იუვენტუსის“ რიგებში ევროტურნირებზე 68 თამაშია და 4 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …