ტურინის „იუვენტუსს“ იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. European Football Benchmark-ის ინფორმაციით, იტალიიელ გულშემატკივართა 39% „იუვეს“ ტიფოზია.
ტურინელების უპირატესობა სხვა გუნდებთან მიმართებაში დიდია. მეორე-მესამე ადგილებს მილანური გრანდები, „მილანი“ და „ინტერი“ ინაწილებენ 19-19%-ით. შემდეგ მოდიან „ნაპოლი“ 15% და „რომა“ 13%.
გარდა ამისა, გამოიკვლიეს ყველაზე საძულველი გუნდების მონაცემებიც. გაირკვა, რომ იტალიაში ყველაზე მეტად „ინტერი“ ეზიზღებათ – 40%. „იუვენტუსი“ აქაც მოწინავე პოზიციაზეა 38%-ით.
მესამე ადგილზე „მილანია“ (32%), მეოთხეზე „ნაპოლი (30%), ხოლო მეხუთე პოზიციაზე „რომა“ (22%).