ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს შეძენას აპირებს. ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, რომ ისკო სანტიაგო სოლარის გეგმებში არ ჯდება და გუნდს მალე დატოვებს.
ამაზე ისიც მოწმობს, რომ სოლარის „რეალში“ მისვლის შემდეგ ესპანელმა შემტევმა მოედანზე მხოლოდ 78 წუთი გაატარა (5 თამაში), ხოლო „რომასთან“ დაპირისპირებისას საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდა.
ისკოს მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესს ტურინული გამოცემა Tuttosport-იც ადასტურებს.
ისკოსთვის ბრძოლაში „იუვეს“ მთავარ კონკურენტად „მანჩესტერ სიტი“ სახელდება.