მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ გარეთ ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი არ გამორიცხავს, რომ მისმა კლიენტმა კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს. ბარნეტის განცხადებით, მომავალში ყველაფერი შესაძლებელია.
„ბეილი „იუვენტუსში“ – გარეთი „რეალში“ ბედნიერია, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული, რადგან ეს სატრანსფერო პერიოდია.
რონალდუს წასვლა „რეალისთვის“ დიდი დანაკლისია. გარეთს მოსწონდა კრიშტიანუსთან ერთად თამაში და ნამდვილად, „იუვენტუსში“ მისი გადასვლით იტალიაში ვარსკვლავების გადასვლა დაიწყება, რადგან სერია A ახლა სრულიად განსხვავებულია“, – განაცხადა ბარნეტმა.