მთავარი / სიახლეები / სიტუაცია ბუფონის “იუვეში” დაბრუნებაზე – ჯიჯი მეორე მეკარის როლზე თანახმაა

სიტუაცია ბუფონის “იუვეში” დაბრუნებაზე – ჯიჯი მეორე მეკარის როლზე თანახმაა

ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან ახლოსაა „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ისტორია, რეალობაა და ჯიჯი 1 წლის შემდეგ ტურინში ბრუნდება.

აღნიშნული იდეა მოსწონს ბუფონის აგენტ სილვანო მარტინასაც.

„ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არაა, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ახლა ეს მხოლოდ იდეაა და მოვლენების ასეთ განვითარებაზე არასდროს მიფიქრია. ჯიჯი 42 წლისაა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და ფეხბურთის თამაში უნდა. თუ ამის შანსი არსებობს, სიამოვნებით განვიხილავთ. ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ პატია პერინი „იუვენტუსს“ დატოვებს“, – თქვა მარტინამ.

ბუფონი „იუვენტუსთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და უკვე ცნობილია, რომ ვოიცეხ შჩესნის დუბლიორის როლი ექნება. პოლონელის სასტარტო პოზიციას კი გუნდში არაფერი ემუქრება. კონტრაქტის ამოწურვის მერე კი ბუფონი „იუვეს“ სტრუქტურაში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციას ჩაიბარებს.

რაც შეეხება კაპიტნის სამკლავურს – ის კვლავ ჯორჯო კიელინის საკუთრებაში დარჩება. ჯიჯი მხოლოდ მაშინ იქნება კაპიტანი, როდესაც თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …