მთავარი / სიახლეები / რაბიოს ტრანსფერი გადაწყდა, ხედირა გუნდს ტოვებს

რაბიოს ტრანსფერი გადაწყდა, ხედირა გუნდს ტოვებს

ადრიენ რაბიო თითქმის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. იტალიური მედია წერს, რომ ფრანგ ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურად 30 ივნისის შემდეგ დადასტურდება.

რაბიო „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. სეზონში კი, ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

რაბიოს „იუვეში“ მოსვლით კი პრაქტიკულად გადაწყდა, რომ გუნდს სამი ხედირა დატოვებს. გერმანელი მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება.

ხედირა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს, მის მომავალს კი „ბეშიქთაშსა“ და ამერიკულ MLS-ს უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …