ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა.
იტალიური მედიის ცნობით, ჰოლანდიელის „იუვეში“ გადასვლასთან დაკავშირებით გადამწყვეტი დღეებია.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეები თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ და დიდი ალბათობით, ტრანსფერი ოფიციალურად პარასკევს დაიხურება.
Catalunya Radio-ის ცნობით კი, დე ლიხტი პრაქტიკულად „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. აღნიშნული რადიო ჰოლანდიელის ტურინში გადაბარგებას 95%-ით აფასებს. დე ლიხტი „იუვეში“ წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „აიაქსი“ 80 მილიონს.