მთავარი / სიახლეები / “სიტი” კანსელუში 60 მილიონს იხდის

“სიტი” კანსელუში 60 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ჟოაუ კანსელუ შესაძლოა ზაფხულში „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს პეპ გვარდიოლა ეპატიჟება.

„სიტი“ კანსელუს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ „იუვემ“ ერთი წლის წინ ჟოაუ „ვალენსიადან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი დიდად არ ენდობა.

ამიტომ, დიდი შანსია, რომ ტურინული მხარე ამ წინადადებას დათანხმდეს და კანსელუსგან მიღებული თანხა ისკო ალარკონის შესაძენად გამოიყენოს.

მადრიდის „რეალში“ ედენ აზარის გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია და ბელგიელის ტრანსფერი იმითაა მნიშვნელოვანი „იუვესთვის“, რომ ისკოს გუნდიდან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …