მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “მხარეებს შორის სინთეზი თუ ისევ არსებობს, ალეგრი უნდა დარჩეს”

დელ პიერო: “მხარეებს შორის სინთეზი თუ ისევ არსებობს, ალეგრი უნდა დარჩეს”

13 მაისს, 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალესანდრო დელ პიერომ „სთედიუმზე“ ბოლოჯერ ითამაშა. 7 წლის შემდეგ იტალიელ ლეგენდას Gazzetta Dello Sport-ი ესაუბრა და განვლილი სეზონი შეაჯამა.

– ალე, არსებობს დისკუსია „იუვეს“ სეზონთან დაკავშირებით: ზოგი ამბობს, რომ კარგი იყო, ბევრი კი ფიქრობს, რომ გულდასაწყვეტი სეზონი გახლდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– მე ვიცნობ „იუვეს“, ვინცობ მის ქომაგებს, კარგად ვიცი, რას ფიქრობენ. მაგრამ ჩემთვის არაა მისაღები ჩემპიონთა მეოთხედფინალში მარცხის გამო სეზონის რადიკალურად შეფასება. სეზონი კარგი იყო. თუმცა, მეოთხედფინალში მარცხი რა თქმა უნდა, უმედგაცრუებაა. ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ „აიაქსთან“ ვერ ვნახეთ ის, რაც „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩში ვიხილეთ.

– იქნებ სწორი იყოს ალეგრის ციკლის დასრულება?

– მწვრთნელებს ვადა არ გასდით. ყველაფერი დამოკიდებულია მხარეებს შორის სინთეზზე, პროგრამაზე, მიზზნებზე. თუ ეს კიდევ არსებობს, მაშინ სწორი გადაწყვეტილება იქნება ალეგრის დარჩენა.

– კონტეს დაბრუნება გაგაოცებთ?

– დიახ. ყოველშემთხვევაში მინდა იტალიის ჩემპიონატში ვიხილო, რადგან ასეთი პესონაჟი ჩვენს ფეხბურთს სჭირდება.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ პრობლემა იტალიის ჩემპიონატშია, „იუვე“ ვარჯიშით იგებს თამაშებს…

– მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგამ გვიჩვენა, რომ ტექნიკა, ინტენსივობა და პოტენციალი მნიშვნელოვანია. ეს რიტმი იტალიის ჩემპიონატს აკლია. ევროპაში წარმოუდგენელი დონე ვიხილეთ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …