მთავარი / სიახლეები / დეშამი ფავორიტია

დეშამი ფავორიტია

მასიმილიანო ალეგრისა და ანდრეა ანიელის შორის შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, რაც ყველაფერს ნათელ მოჰფენს. თუმცა, დიდიე დეშამი მის შესაძლო მემკვიდრეებს შორის მთავარი ფავორიტია.

Tuttosport-ის ინფორმაციით, დეშამის ტურინში დაბრუნებას მისი ხელფასი და საფრანგეთის ნაკრებთან არსებული კონტრაქტი აადვილებს. დიდიე „მამლებთან“ 2020 წლის ზაფხულამდე თანამშრომლობს, ხოლო მისი წლიური ხელფასი მხოლოდ 3.5 მილიონი ევროა. ამის ფონზე, ალეგრი „იუვეში“ 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ნიშნავს, რომ დეშამის ხელფასის გადახდა „იუვესთვის“ პრობლემა არ იქნება.

თუმცა, სანამ დეშამზე მიდგება საქმე, იქამდე უნდა გაირკვეს, მასიმილიანო ალეგრი წავა თუ ახალ კონტრაქტის გააფორმებს. იტალიელს „იუვესთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და ამავე გამოცემის ცნობით, ალეგრი ან დატოვებს ზაფხულში ტურინს, ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რადგან არცერთ მხარეს არ აწყობს, რომ თანამშრომლობა ერთწლიანი ხელშეკრულებით გაგრძელდეს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …