მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რონალდუსგან ბევრი ვისწავლე”

ალეგრი: “რონალდუსგან ბევრი ვისწავლე”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მენტალურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პორტუგალიელისგან ბევრი რამ ისწავლა და ყველა ასე უნდა მოიქცეს.

„ის მენტალურად ყველაზე ძლიერია. ყოველდღე პოულობს პერსონალურ მიზნებს. ნამდვილად რთულია 34 წლის ფეხბურთელმა იპოვოს მოტივაცია, როდესაც ყველაფერი მოგებული აქვს. იგი ამ მიმართულებით სასიკვდილოა, საკუთარ მიზნებს აყალიბებს. ჩვენ ყველამ მისგან უნდა ვისწავლოთ, მეც ვისწავლე ბევრი რამ, რადგან ყოველდღე არ გიწევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გაწვრთნა“, – თქვა ალეგრიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …