ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი La Stampa-ს ესაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა როგორც სეზონის დარჩენილ ნაწილზე, ისე საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
მატუიდის განცხადებით, თავს სახლში გრძნობს და გუნდში რჩება. პოლ პოგბას დაბრუნებას კი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.
„რომასთან“ წაგება? პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და გოლი უნდა გაგვეტანა. ალეგრიმ დიდი სამუშაო გასწია და ვიმედოვნებ, რომ ამას გააგრძელებს. მან დაამტკიცა შესანიშნავი ხარიხსი და რომ დიდი მწვრთნელია. ახლა უნდა ვიფიქროთ კვირას „ატალანტასთან“ კარგი თამაშის ჩატარებაზე, რადგან სკუდეტო უნდა ვიზეიმოთ. კარგი შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ, ჩვენი პუბლიკის წინაშე სეზონი კარგად დავასულოთ.
მომავალი? „იუვეში“ კარგად ვარ, თავს სახლში ვგრძნობ და პრობლემა არ მაქვს. 100%-ით ვრჩები და ახალ კონტრაქტზე რაიოლა იფიქრებს. პოგბა? ყველა დიდი ფეხბურთელის მოსვლას მივესალმები. მას საუკეთესოს და სწორი გადაწყვეტილებას მიღებას ვუსურვებ. მხოლოდ მან იცის საკუთარი მდგომარეობა და რამდენად ძლიერია“, – თქვა მატუიდიმ.