მთავარი / სიახლეები / სიმონე ინძაგი: “იუვესთან” ახლოს ვიყავი? არავისთან მისაუბრია”

სიმონე ინძაგი: “იუვესთან” ახლოს ვიყავი? არავისთან მისაუბრია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ტურინელეზე საუბარს დიდი დრო დაუთმო.

„იუვეს“ პრობლემები აქვს? არამგონია, ზედიზედ რვაჯერ გახდა ჩემპიონი, ევროპაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და ბოლო მატჩის შედეგიდან გამომდინარე გაბრაზებულია. პირველ ადგილზე იქნებოდა, რომ „ინტერის“ ასეთი შესანიშნავი ასპარეზობა.

სტადიონზე 50 ათასზე მეტი ადამიანი – სასიამოვნოა, რომ „ოლიმპიკო“ სავსე იქნება. ვეცდებით, ხალხი სტადიონზე მოვიყვანოთ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია იტალიის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ. ლამაზი მატჩი იქნება, ეპიზოდები იქნება გადამწყვეტი.

„იუვენტუსთან“ ზაფხულში ახლოს ვიყავი? არავისთან მისაუბრია, ჩემს გონებაში მხოლოდ „ლაციო“ იყო.

„იუვეს“ სუსტი წერტილები? ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის შეცვლა. ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ და მატჩი გავაკონტროლოთ. ჩვენ ბოლო წლებში გავიზარდეთ, მაგრამ „იუვესთან“ თამაში რთულია.

პიანიჩი? ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც ბოლო 3 წელიწადში ძალიან მოუმატა. ის, რონალდუ და კიელინი „იუვეს“ სამი არსებითი წერტილია. მას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ.

სარის „იუვენტუსის“ რამდენიმე თამაშ ვნახე, ის თავის სამუშაოს ასრულებს, მაგრამ „იუვე“ ალეგრისთანაც ყოველთვის იგებდა. ახლა ტურინელები უფრო მეტ პასს აკეთებენ“, – თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 7 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …