მთავარი / სიახლეები / ხედირა: “სანამ დავბრუნდები, “იუვეს” ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები”

ხედირა: “სანამ დავბრუნდები, “იუვეს” ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა ტვიტერში დაწერა, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა და ეცდება გუნდს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა, საავადმყოფო დავტოვე. ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ რეაბილიტაცია შეუფერხებლად ჩაივლის. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ხშირად მქონდა ტრავმები და ყოველთვის წრაფად ვბრუნდებოდი საუკეთესო კონდიციაში. მოხარული ვიქნები თუ მალე დავბრუნდები და დავეხმარები ჩემს გუნდს. მანამდე, მე ვიქნები „იუვეს“ ყველაზე დიდი გულშემატკივარი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ ხედირამ მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და სამი თვე უქმობა მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …