მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრეკოსნფერენცია გამართა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა მოუწევს.
„მერვედფინალი ორი მატჩისგან შედგება და ორი განსხვავებული მომენტის წინაშე ვართ. ორი დიდი გუნდი ერთმანეთს ეთამაშება, ჩვენ უნდა ვისარგებლობთ იმ სივრცეებით, რომელიც მოგვეცემა, მორატა შესაძლოა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყოს. გოდინი? კარგადაა და ვფიქრობ, ხვალ ითამაშებს. „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია, გამოცდილი და განსაკუთრებული თავდამსხმელებით, არამხოლოდ რონალდუ. დიდი ყურადღება და პირველიდან ბოლო წუთამდე ბრძოლა იქნება საჭირო“, – განაცხადა სიმეონემ.
არგენტინელს პრესკონფერენციაზე მხარს კოკე უმშვენებდა:
„ჩემთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ის საკითხი, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ. მოედანზე ინტენსიურად უნდა ვიმოქმედოთ, კარგი შედეგით ვიწყებთ, მაგრამ ეს საბოლოო არაა და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი შესაძელებელია. მეოტქე მეორე სართულზე კარგად თამაშობს, კარგად პრესინგირებს და ყველანაირი სტილით უტევს. მაგრამ, ჩვენც ძლიერად უნდა დავიწყოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და გვინდა აქაც იგივე გავიმეოროთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ“, – დასძინა კოკემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.