ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ამსტერდამში „აიაქსს“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ასაღები ბურთები აიღო, მაგრამ ნერეშის გოლზე არაფერი შეეძლო.
კანსელუ 5 – რონალდუზე პასი იდეალური იყო, მაგრამ არასწორად გააჩერა მეორე ტაიმის დასწყისში ბურთი და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. შეცდომა, რმელიც ძვირად დაუჯდა და ნერეშმა გაიტანა. კანსელუს ამ თამაშში ორი სახე ჰქონა.
რუგანი 7 – ეს იყო მისი გამოცდა, რომელიც მაღალ ქულაზე ჩააბარა. დასწრებაზე ნამდვილი დომინანტი იყო.
ბონუჩი 6 – „აიაქსი“ ცდილობდა მისი ზონა დაენგრია, ზოგჯერ გამოუვიდა, მაგრამ მთლიანობაში არა.
ალექს სანდრო 6 – კვლავ ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა.
ბენტანკური 6.5 – ალეგრიმ მატჩის წინ თქვა, რომ მის დინამურობას შესაძლოა განსხვავება მოეტანა და ასეც მოხდა. ბევრი ბურთი მოიპოვა და საგოლე შეტევაც მან დაიწყო.
პიანიჩი 5.5 – თამაშს უბურთოდაც ხელძმღვანელობდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ჰოლანდიელთა ზეწოლის ქვეშ მოექცა.
მატუიდი 6 – მისი ელასტიური თამაში „იუვეს“ ძალიან დაეხმარა. შემდეგ კუნთის დაზიანება მიიღო.
დიბალა შ.გ – არგენტინელმა ბოლო 15 წუთი ითამაშა.
ბერნარდესკი 6 – მოედნის ბოლო 30 მეტრში ცივსისხლიანობა ისევ აკლია. დანარჩენ დავალებას იდეალურად ასრულებს.
ხედირა შ.გ – გერმანელმა თამაშში ნორმალურად ჩართვა ვერც მოასწრო.
მანჯუკიჩი 5 – უშედეგო მუშაობა.
დუგლას კოშტა 6.5 – როგორც იქნა, ორთვიანი პაუზის მერე დაბრუნდა და შესანიშნავად. შეეძლო თითქმის კვალიფიცირების გოლიც გაეტანა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
რონალდუ 7 – ბურთს იშვიათად ეხებოდა, მაგრამ მთავარი სიტყვა თქვა. გაიხსნა, მიიღო, გაანწილა და გაიტანა. აბსოლუტური ჩემპიონის თამაში იყო გოლის ეპიზოდში.