fbpx
მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “მეორე მატჩისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ”

ბერნარდესკი: “მეორე მატჩისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „აიაქსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის თქმით, მომდევნო შეხვედრისთვის უკეთ მოემზადებიან.

„ეს არის შედეგი, რომელიც გვაქვს. უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. დასანანია გაშვებული გოლი. მომდევნო მატჩისთვის უკეთესად მოვემზადებით, არ იქნება ადვილი, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსი“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

მედია: მანჯუკიჩი ტრავმირებული არაა, ალეგრისთან კონფლიქტი აქვს

მარიო მანჯუკიჩსა და მასიმილიანო ალეგრის შორის კონფლიქტია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მანჯუკიჩს „აიაქსთან“ თამაში …