ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „აიაქსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გაშვებული გოლი დასანანია.
„შეგვეძლო გაშვებული გოლი თავიდან აგვეცილებინა, სამწუხაროა. მაგრამ, თამაში კარგი იყო. დაცვაში კომპაქტურად ვთამაშობდით და კონტრშეტევებზე კარგად გადავდიოდით. ორი განსხვავებული გუნდი ვართ. „აიაქსი“ მაღლა თამშობს, ხარისხიანი გუნდია, ახლა ტურინში უნდა გავიმარჯვოთ, „ატლეტიკოსთან“ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის თამაშში დავრჩეთ, დღეს ძალიან ბევრი რისკი იყო, მაგრამ კარგად ვიცავდით თავს“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.