ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „აიაქსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს თამაში მართებდა.
„უკეთესად თამაში შეგვეძლო. „აიაქსს“ მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, ბურთს კარგად ათამაშებს და ვიწრო მონაკვეთში შესანიშნავად კომბინირებს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი დაცვის ხაზის გაშლა.
გოლი? ეს შოკი იყო, მაგრამ შემდეგ გამოვფხიზლდით. მომდევნო წუთებში მოედანზე ტექნიკური ფეხბურთელები შევუშვი, რადგან ბურთის კონტროლი საჭირო იყო.
რუგანი? მის გამო მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ კარგად ითამაშებდა და დაცვაში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა. მთლიანობაშ ოთხივე მცველმა კარგად ითამაშა და ეს ადვილი არაა.
კრიშტიანუ? დღესაც დაამტკიცა, რომ სხვა კატეგორიაშია, არამარტო გოლის გამო, მაგრამ მისი თამაშიდან გამომდინარე“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.