მთავარი / სიახლეები / დამაკმაყოფილებელი შედეგი, დამაფიქრებელი ხარისხით

დამაკმაყოფილებელი შედეგი, დამაფიქრებელი ხარისხით

ტურინის „იუვენტუსი“ ამსტერდამიდან ტურინში კარგი შედეგით, მაგრამ ცუდი თამაშის ხარიხით ბრუნდება – 1:1.

თამაშის სურათიდან გამომდინარე მართლაც კარგი ანგარიშია, რადგან „იუვენტუსმა“ ჰოლანდიელთა კარის ჩარჩოში ზუსტად ერთადერთხელ დაარტყა და გაიტანა. იყო კიდევ რამდენიმე მომენტი და ბოლოსკენ დუგლას კოშტას ძელი, მაგრამ მთლიანობაში „აიაქსს“ უფრო მეტჯერ შეეძლო გატანა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და ვან დე ბეეკი ახლოს იყო გოლთან მცირედით ააცილა. ვოიცეხ შჩესნიმ კი ჰაკიმ ზიეჩს აჯობა. საპასუხოდ, ყველაზე კარგი მომენტი ფედერიკო ბერნარდესკი მატჩის დასაწყისშიე ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. აი, ტაიმის ბოლოს, ყველა სასტვენს რომ ელოდებოდა, „იუვე“ დაწინაურდა. როდრიგო ბენტანკურმა ცენტრში კარგად ითამაშა და კრიშტიანუ რონალდუ მონახა. პორტუგალიელმა ჟოაუ კანსელუს და მანაც შესანიშნავად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც რონალდუ მარტო იყო და გაიტანა. პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 21-ჯერ აქვს ნათამაშები და 24-ე გოლი გაიტანა. იდეალური ტაიმი გამოვიდა.

თუმცა, რამდენადაც მოულოდნელად გაიტანა „იუვემ“, იმდენად მოულოდნელად, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაუშვა. ტურინელები ბურთს არ შეხებიან, უფრო სწორად ერთადერთხელ შეეხო, ჟოაუ კანსელუ და საბედისწერო გამოდგა. ბურთი აუტზე გადადიოდა, მაგრამ პორტუგალიელმა ასე არ ისუვრა, დავიდ ნერეშს ჩააბარა, მერე ბრაზილიელიც ვეღარ გააჩერა და ანგარიში გათანაბრდა.

ამის შემდეგ ძირითადად „აიაქსი“ ტურინელთა საჯარიმოსთან ტრიალებდა, მაგრამ ვერ გაიტანა. „იუვეს“ ყველაზე კარგი შანსი ტაიმის ბოლოს შეექმნა, როდესაც დუგლას კოშტა, რომელიც 2 თვის შემდეგ დაბრუნდა, დიდებულად გაისაჯარა, სოლორეიდით მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ძელი! „აიაქსი“ გადარჩა.

საბოლოოდ 1:1. კარგი შედეგი, მაგრამ ძალიან სახიფათო. ტურინში ბევრად უკეთ თამაში იქნება საჭირო.

„აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1)

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 50 390

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; ვან დე ბეკი, დე იონგი; ზიეჩი, შონე (ეკელენკამპი 75), ნერეში; ტადიში

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (დიბალა 75); ბერნარდესკი (ხედირა 90), მანჯუკიჩი (დუგლას კოშტა 60), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 რონალდუ (45), 1:1 ნერეში (46)

გაფრთხილება: ტალიაფიკო (41), დე იონგი (56), შონე (71), ეკელენკამპი (90) – პიანიჩი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 6 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კარლოს დე სერო (ესპანეთი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …