fbpx
მთავარი / სიახლეები / ბენატია: “კიელინი დიდი დანაკლისია, მაგრამ რუგანი მზადაა”

ბენატია: “კიელინი დიდი დანაკლისია, მაგრამ რუგანი მზადაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი მეჰდი ბენატია „აიაქსთან“ მატჩის შესახებ Gazzetta Dello Sport-ს ესაუბრა.

მაროკოელის განცხადებით, „იუვენტუსი“ ფავორიტია, მაგრამ ამსტერდამელების დაუფასებლობა არ შეიძლება.

„ვფიქრობ, „იუვენტუსი“ ფავორიტია და დღეს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ „აიაქსის“ შეუფასებლობა კარგი არ იქნება. კიელინის დანაკლისი? დიახ, სერიოზულია, მაგრამ „რუგა“ (რუგანი – ავტ) ძალიან ძიერია, მტკიცე და აბსოლუტურად მზადაა ასეთი მატჩებისთვის. აშკარაა, რომ კიელინისთან პარალელს ვერ გავავლებთ, რომელიც მონსტრია და ალბათ მსოფლიოში საუეკთესოც. თუმცა, რუგანი მზადაა და მე მაგალითად, ამ ასაკში არ ვიცი მზად ვიქნებოდი თუ არა, უფრო სწორად არა. მისი უპირატესობა? მენტალიტეტი, ერთ-ერთია, რომელიც არასდროს ნებდება, მაშინაც კი, თუ არ თამაშობს.

„წავიკითხე ბევრი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მეგობარ ზიეჩს ვუთხარი, „იუვენტუსის“ დამარცხება შეგიძლიათ-მეთქი. კი მაგრა, ის ჩემი მეგობარია და მანაც იცის, რომ „იუვენტუსი“ ფავორიტია, ეს მეც დავუდასტურე, მაგრამ „აიაქსს“ არაფრის ეშინია და „რეალი“ შემთხვევით არ დაუმარცხებია. რა თქმა უნდა, „იუვენტუსი“ უფრო გამოცდილი გუნდია, რომელსაც შეუძლია სათამაშო სისტემის შეცვლა და არაფერს თმობს. ამიტომ, „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „აიაქსი“ არ ჩამოვწეროთ. „იუვეს“ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება“, – თქვა ბენატიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „აიაქსს“ დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირება.

შემთხვევითი სიახლე

მედია: მანჯუკიჩი ტრავმირებული არაა, ალეგრისთან კონფლიქტი აქვს

მარიო მანჯუკიჩსა და მასიმილიანო ალეგრის შორის კონფლიქტია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მანჯუკიჩს „აიაქსთან“ თამაში …