მთავარი / სიახლეები / შჩესნის რჩევა რემზის: “იუვე” თუ გეპატიჟება, უარს ვერ იტყვი”

შჩესნის რჩევა რემზის: “იუვე” თუ გეპატიჟება, უარს ვერ იტყვი”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ აარონ რემზის შესახებ ისაუბრა, რომელიც ლონდონის „არსენალში“ მისი თანაგუნდელი იყო, ახლა კი მომდევნო სეზონიდან „იუვეში“ იქნება.

„რემზი? აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, რადგან მსოფლოში საუკეთესო ფიზიოთერაპევტები გვყავს. ჩვენთვის ის შესანიშნავი შენაძენია, ხარისხიანი ნახევარმცველი, შეუძლია ბევრი გოლის გატანა და საგოლე პასების გაკეთება, როდესაც ფიზიკურად კარგადაა, ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

საყრდენი თუ გამთამაშები? მისი პოზიცია მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ მე მარჯვენა მცველადად მინახავს მისი თამაში და თავს ძალიან კარგად იცავს. რემზიმ მთხოვა ამეხსნა რა მოხდა ალეგრისთან მიმართებაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ჩვენთან თამაშს ახალი მწვრთნელით დაიწყებს.

სანამ კონტრაქტს გააფორმებდა, რჩევა მთხოვა და მე ვუთხარი: „ყველაფერი ნათელია, თუ „იუვე“ გეპატიჟება, არაფერი უნდა გააკეთო, გარდა თანხმობისა“. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა და გამოდის, რომ აარონმა ჩემი რჩევა გაითვალისწინა. მას 5 თვე ჰქონდა იტალიურის სასწავლად და ვახშამზე რამდენიმე სიტყვა თქვა კიდეც“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ აარონ რემზი „იუვენტუსს“ 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …