ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მილანის ერთ-ერთ სასტუმროში ფრენკ ტრიმბოლის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
ტრიმბოლი ინგლისელი აგენტია, რომელსაც ლონდონის „ტოტენჰემთან“ და მის პრეზიდენტ დანიელ ლევისთან ახლო ურთიერთობა აქვს.
ამიტომაც, გამოცემას მიაჩნია, რომ შეხვედრის მიზეზი მაურისიო პოჩეტინო იყო, რომლის მიმართ ინტერესი რეალურია. არგენტინელი „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრი მთავარ მემკვიდრედ სახელდება მაურიციო სარისთან, სიმონე ინძაგისთან და ჟოზე მოურინოსთან ერთად.