საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ის მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე ფიქრობს.
„ნათელი და ზუსტი სიტუაციაა: მთელი ჩემი ენერგია და კონცენტრაცია ორიენტირებულია ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ყოველთვის შესანიშნავია, როდესაც შენს სახელს დიდ გუნდებს უკავშირებენ და „იუვენტუსი“ მათ რიგებშია, მაგრამ ჩემი მომავალი საფრანგეთის ნაკრებს უკავშირდება. შესაბამისად, კარი არ გაღებულა“, – თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ დიდიე „იუვენტუსში“ 1994-1999 წლებში თამაშობდა, ხოლო 2006-2007 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო. ფრანგი ალეგრის მემკვიდრეთა შორის დღემდე ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ ალბათ ყველაფერი შეიცვლება.