პოლ პოგბა „იუვენტუსში“, პაულო დიბალა – „მანჩესტერში“. Tuttosport-ის ცნობით, ინგლისური გუნდი არგენტინელი შემტევის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული, მაგრამ ამ საქმიდან „იუვეც“ სასურველი შედეგის მიღებას ეცდება.
ტურინელებს პოლ პოგბას დაბრუნება ძალიან უნდათ და შესაძლოა ბარტერიც შედგეს. სხვა დეტალური ინფორმაცია კი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
არადა, თითქოს მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ „იუვენტუსში“ პაულო დიბალას დარჩენა კიდევ უფრო რეალური გახდა. თავის მხრივ, პოგბა ბარძალის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაესწრო და ფანებს დაბრუნების იმედი გაუღვივა.