ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ანტონიო კაბრინი ფიქრობს, რომ კლუბს მასიმილიანო ალეგრისგან განსხვავებული მანერის მქონე მწვრთნელი ჩაიბარებს.
„ბევრმა სახელმა გაიჟღერა. მე ვფიქრობ, არჩევანი ისეთ მწვრთნელზე შეჩერდება, რომელიც ალეგრისგან განსხვავებული მანერის სპეციალისტია. გასულ წლებში „ბიანკონერი“ ყოველთვის ეყრდნობოდა ისეთ მწვრთნელებს, რომლებიც იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობდნენ. მე ძალიან მომწონს გასპერინი, მაგრამ ინძაგი და სარიც კარგი მწვრთნელები არიან“, – აღნიშნა კაბრინიმ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის 5-წლიანი ეპოქა დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „იუვეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი.