„იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ბებერ სინიორაში“ თამაშის სურვილი გაუჩნდა.
„როდესაც „რომაში“ ვთამაშობდი, ტურინში სტადიონზე მივედით სტუმრად მატჩის დროს. გასახდელისკენ მიმავალ გზაზე „იუვეს“ ყველა ტიტული ვნახე… გავიფიქრე, ჯანდაბა, აქ მინდა ვითამაშო! „რომაში“ ყოფნის დროს ტურინში ორჯერვე 0:1 წავაგეთ.
ფეხბურთელს კარიერის გარკვეულ ეტაპზე ტიტულების მოგება უნდა. კარგია იყო ახალგაზრდული გუნდის პროექტი, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც გამარჯვებია დროა. რთულია ითამაშო გუნდში დიდხანს გამარჯვებების და ტიტულების გარეშე“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსის“ ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავს.