იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო დი ნატალემ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარი თქვა, რადგან „უდინეზეში“ ბედნიერი იყო.
„იუვენტუსის წინადადება რომ მიმეღო, ცხადია ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა, მაგრამ საკითხავია როგორ, კარგად თუ ცუდად? უდინეში მე და ჩემი ოჯახი კარგად ვიყავით, შესაძლოა ტურინში 209 გოლის ნაცვლად 300 გოლი გამეტანა, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი? ჩემთვის მთავარი კონცეფცია ბედნიერი ფეხბურთის თამაშია“, – თქვა დი ნატალემ.
შეგახსენებთ, რომ დი ნატალე „უდინეზეში“ 2004-2016 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე 446 თამაშში თავი 227-ჯერ გამოიჩინა.