„იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ ვოიცეხ შჩესნი იახლა. პოლონელმა მეკარემ განაცხადა, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ „იუვემ“ პირველი ადგილი უნდა მოიპოვოს.
„რთულ თამაშს ველოდებით, რადგან „იანგ ბოიზი“ სახლში ბევრ მომენტს ქმნის. დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, თანაც დავიმსახურეთ და ვეცდებით ხვალ გავიფორმოთ, ხოლო შემდეგ წილისყრას მშვიდად დაველოდებით“, – განაცხადა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.