ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „იანგ ბოიზთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „იუვენტუსმა“ პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.
„პირველი ადგილისთვის ვითამაშებთ იმ გუნდთან, რომელიც სახლში კარგად თამაშობს. ამიტომ, სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქმეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. ვიცით ამ თამაშის მნიშვნელობა.
„იუვე“ განვლილ წლებში ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა და ჩემპიონთა ლიგა მუდამ კონკურენტუნარიანია. განსაკუთრებული კონკურენცია მეოთხედფინალებიდან იწყება.
შემადგენლობა? – რუგანი კიელინის ადგილზე ითამაშებს და ბონუჩის შეუწყვილდება. ნახევარდაცვაში ბენტანკური და პიანიჩი იქნებიან, მატუიდი კი დიასვენებს და ალბათ ემრე ჯანი გავა მოედანზე. დუგლას კოშტასა და ბერნარდესკის შეუძლიათ, როგორც ძირითადიდად, ისე სკამიდან გააძლიერონ გუნდი, ხოლო შეტევაში რონალდუ ითამაშებს. დანარჩენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია. პირველი ადგილი განაღდებული რომ გვქონდეს, კრიშტიანუ დაისვენებდა“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.