მთავარი / სიახლეები / “იანგ ბოიზის” მწვრთნელი: “საჩუქარს არ ველოდებით”

“იანგ ბოიზის” მწვრთნელი: “საჩუქარს არ ველოდებით”

ბერნის „იანგ ბოიზის“ მთავარმა მწვრთნელმა გერარდო სეოანემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. შვეიცარიული გუნდის თავკაცის განცხადებით, მნიშვნელოვანი მატჩია და ამიტომ „იუვესგან“ საჩუქარს არ ელოდება.

„პირველ თამაშთან შედარებით ძალიან გავიზარდეთ. ჩვენი პროგრესი „მანჩესტერთან“ და „ვალენსიასთან“ მატჩებში დავამტკიცეთ კიდეც. რონალდუ? ასეთი დიდი ჩემპიონების შეჩერება ძალიან რთულია. თუ ეს მოვახერხეთ, თავისუფლად სხვები დარჩებიან…

სულეიმანი ვერ ითამაშებს, მაგრამ ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და შეგვიძლია მისი შეცვლა.

ეს მნიშვნელოვანია თამაშია და ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ მაქსიმუმს გააკეთებს. ამიტომ, საჩუქარს არ ველოდები“, – განაცხადა სეოანემ.

შეგახსენებთ, რომ „იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება. ტურინელებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის გამარჯვება სჭირდებათ (თუმცა, შესაძლოა სხვა შედეგმაც დააკმაყოფილოს).

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …