ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბერნის „იანგ ბოიზს“ ესტუმრება. მასიმილიანო ალეგრიმ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
გუნდს დაუბრუნდა ალექს სანდრო, რომელმაც ბოლო შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ბრაზილიელი განაცხადშია და შესაძლებელია ითამაშოს კიდეც.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, ალექს სანდრო, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ემრე ანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტ, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 12 დეკემბერს, 23:55 წუთიდან დაიწყება.