„იუვენტუსი“ პოლ პოგბას შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელები ფრანგის ტრანსფერს იანვარში გეგმავენ და ამისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ.
კერძოდ, „ბებერი სინიორა“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „იუნაიტედის“ საბანკო ანგარიშზე 80 მილიონი ევრო გადარიცხოს და პოგბა დაიბრუნოს.
ტრანსფერის ალბათობის ის ზრდის, რომ პოლს ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს და ძირითად შემადგენლობაში ბოლო პერიოდში ვეღარ ხვდება.