მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “პირლოზე რამე არასწორად რომ ვთქვა, ხვალ პინსოლიო ითამაშებს”

შჩესნი: “პირლოზე რამე არასწორად რომ ვთქვა, ხვალ პინსოლიო ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ვოიცეხ შჩესნი ახლდა. პოლონელმა მეკარემ ხვალინდელ თამაშზე და პირლოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„რთულ მეტოქესთან რთულ მატჩს ველოდებით. უნდა გავაგრძელოთ განვითარების გზა. „კალიარის“ წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშანი ვნახეთ, მაგრამ ჩვენ „იუვე“ ვართ და ხვალ ნებისმიერ ფასად უნდა გავიმარჯვოთ. დიახ, შაბათს არ მითამაშია, მაგრამ გუნდის პრესინგი ძალიან მომეწონა. აგრესიულები ვიყავით და ბევრი მომენტი შევქმენით. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. „ფერენცვაროშთან“ ვისურვევდი, რომ ეს 90 წუთის განმავლობაში გავაკეთოთ, ასე უფრო დიდი გუნდი გავხდებით.

ბონუჩის და კიელინის არყოფნა ყოველთვის ეტყობა გუნდს, მაგრამ გუნდში ბევრი ლიდერია და არაფერი უნდა შევცვალოთ. „იუვენტუსში“ ყოველთვის 100%-ით უნდა დაიხარჯო. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაცია არსებობს.

პირლოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ნუ მალაპარაკებთ იმაზე, ვინც ჩვემს გვერდით ზის (იღიმის). თუ რამეს არასწორად ვიტყვი, ხვალ პინსოლიო ითამაშებს (იღიმის). ხუმრობის გარეშე, პირლოს სურს, რომ უფრო ევროპულ სტილში ვითამაშოთ, უფრო თანამედროვედ, მაღალი პრესინგით და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ერთად გავიზარდოთ“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამი ტურის 6 ქულა აქვს და ხვალ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს. „იუვე“ – „ფერენცვაროშის“ შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …