ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში უნგრულ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა და კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ როდესაც ამ დონეზე თამაშობ, ძლიერი გუნდის წინააღმდგ შიშს გრძნობ, მაგრამ ვეცდებით ეს შიში დავძლიოთ, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა იამაყოს. მათ ბევრი ლიდერი და ტოპმოთამაშე ჰყავთ. ეს წინა მატჩშიც დამტკიცდა, როდესაც დიბალამ და მორატამ გაიტანეს.
არ შეგვიძლია კონცენტრირება მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე გავაკეთოთ, მაგრამ მთელ მოედანზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ“, – თქვა რებროვმა.
უკრაინელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ბრაზილიელი ფეხბურთელი ისაელ და სილვა ბარბოსა ახლდა, რომელმაც კომენტარი გააკეთა:
„პოზიტიური შეგრძნება გვაქვს, გვინდა ვიბრძოლოთ, რომ მოვიგოთ, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ. ეს შესანიშნავი სტადიონია, ჩემპიონთა ლიგის თამაში ფანტასტიკურია. ფორმაში ვართ და თავს კარგად ვგრძნობთ. მე პირადადაც ძალიან კარგად ვარ“, – თქვა ისაელმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 6 ქულა აქვს და გამარჯვებაში შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს გაიფორმებს. „იუვე“ – „ფერენცვაროშის“ მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.