ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, არაა გამორიცხული, პაულო დიბალამ, ალვარო მორატამ და კრიშტიანუ რონალდუმ, სამივემ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშოს.
„შაბათის ნაპერწკალი არ გამქრალა, ჩვე უკვე ჩავატარეთ კარგი მატჩები. ფეხბურთელები ერთმანეთს უკეთ იცნობენ და პოზიციებს იკავებენ. დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ, იგივე ინტენსივობით.
კულუშევსკიმ ძალიან ბევრი თამაში ჩაატარა, კიეზა ჯერ კიდევ არ არის ფიზიკურად იდეალურ კონდციიაში. არამგონია მან 90 წუთი ითამაშოს. ხვალ გადავწყვეტთ შემადგენლობის საკითხს. დაცვაში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი დაგვრჩა და დანილო ცენტრში ითამაშებს, ალექს სანდრო მარცხნივ. დანარჩენებს ვნახავთ. დიბალა უკეთაა და მზად არის. მან აღიდგინა ძალა და ვნახოთ იქნება თუ არა ძირითადში.
სეზონის დასაწყისიდანვე ვფიქრობდით დიბალა, რონალდუსა და მორატას ერთად თამაშზე, მაგრამ ტრავმების გამო ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ახლა გუნდს აქვს გარკევული ხერხემალი და ვნახოთ შეიცვლება თუ არა რამე. რონალდუსთან ჩემი ურთიერთობა? ისეთივეა, როგორც სხვებთან, მას ისევე ვექცევი, როგორც ფრაბოტას და პორტანოვას, ჩემი გზა ყოველთვის ასეთი იყო.
ბერნარდესკიმ „კალიარისთან“ შესანიშნავად ითამაშა, ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებში, ახლა ფსიქოლოგიურად კარგად არის, შესაძლებელია ხვალ კიდევ ერთი შანსი მიიღოს და ძირითადში იყოს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამი ტურის 6 ქულა აქვს და ხვალ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს. „იუვე“ – „ფერენცვაროშის“ შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.