ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ კლუბთან კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელის განცხადებით ძალიან ბედნიერია, რადგან კლუბმა ნდობა გამოუცხადა.
„აღფრთოვანებული ვარ, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. ბოლო წლებში ბევრს ვმუშაობდი, რომ გავმხდარიყავი ამ საოცარი და ისტორიული გუნდის პირველი ნომერი. ახლა მზად ვარ უფრო შორს ისტორიის დასაწერად.
შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა, რადგან ეს კლუბის მხრიდან ნდობის დემონსტრაციაა. ვეცდები ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო და ვცდილობ თავდაჯერებული და ზეწოლის გარეშე ვიყო მატჩებზე.
ყველაზე დასამახსოვრებელი სეივი? მხოლოდ ის მომწონს, როდესაც თამაშებს ვიგებთ, თუმცა გამოვარჩევ ტურინში „მილანთან“ მატჩის დროს პაშალიჩის დარტყმის მოგერიებას, ხოლო მიმდინარე სეზონიდან ალანის დარტყმის სეივს.
ჩემი მიზნები? მინდა ყველაფრის მოგება. მადლობა „იუვეს“ ქომაგებს ყველაფრისთვის რაც მომცეს“, – თქვა შჩესნიმ.