ტურინის „იუვენტუსის“ „ვერონასთან“ წაგების გამო გუნდის ხელმძღვანელობამ სიმშვიდის საფუძველი დაკარგა და სწორედ ამი მიზნით ანდრეა ანიელი მაურიციო სარის პირადად ესაუბრა.
ააზე გუშინ დავწერეთ, თუმცა ეს ყველაფერი არაა. გარდა ამისა, კვირა საღამოს ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ფაბიო პარატიჩიც შეხვედრილან ერთმანეთს და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
როგორც ცნობილი გახდა, ვერონაში წაგების შემდეგ გასახდელში სიმშვიდე არ ყოფილა. სარი რამდენიმე მოთამაშეს იქვე გაუცხარდა, რადგან მათი თამაშით უკმაყოფილო იყო. გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუც გაბრაზებულა, რომ თანაგუნდელებისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძნობს მინდორზე.
ჯიჯის, ჯორჯოსა და ფაბიოს კომუნიკაცია კი, იმას ემსახურებოდა, რომ ახლა გუნდის სენატორების მნიშვნელობა ძალიან დიდია. ისინი დაპირდნენ პარატიჩის, რომ კრიზის დაძლეული იქნება. მაგალითად, მათ უნდა მოაგვარონ მიმდინარე სეზონში ძალზე თვალსაჩინო პრობლემა: ცვლილებით მომრავლებული უკმაყოფილო ფეხბურთელები. პარატიჩიმ სიტყვა მიიღო, რომ შეცვლის გამო ფეხბურთელების ჩივილს და წუწუნს აღარ ნახავენ.
ანიელის კი სარის ნდობა გამოუცხადა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებისკენაც მოუწოდა. ანდრეას ნდობა იმას ემყარება, რომ გუნდი ჯერ კიდევ სამივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის, თუმცა ახლა სეზონის ის ნაწილი დადგა, როდესაც თითეული შეცდომა შესაძლოა ძალიან ძვირი გახდეს და მისი გამოსწორება ვეღარც მოხერხდეს.
კიდევ ერთი ნიუანსი: სარიმ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ არ დამალა,რომ მას „ვიღაც“ უნდა დაეხმაროს სიტუაციის მოგვარებაში და ფეხბურთელების მოტივირებაში. ეს „ვიღაც“ კი, გუნდის გამოცდილი წევრები არიან – ბუფონი, კიელინი და ბონუჩი.
„იუვენტუსში“ ამის მაგალითი უკვე აქვთ. 2015-2016 წლების სეზონი კლუბმა საშინლად დაიწყო და 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება ჰქონდა. 2015 წლის ნოემბერში, „სასუოლოსთან“ წაგების შემდეგ ბუფონის, კიელინის, ბარძალისა და ბონუჩის ძალისხმევით გუნდმა კრიზისს თავის დააღწია, მასიმილიანო ალეგრი კი ამის ხარჯზე სამსახურიდან დათხოვნას გადაურჩა.