მთავარი / სიახლეები / სარი: “ბუნებრივია, რომ ჩემი მუშაობა ყოველთვის გამოცდის ქვეშაა”

სარი: “ბუნებრივია, რომ ჩემი მუშაობა ყოველთვის გამოცდის ქვეშაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, „იუვე“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას „სან სიროზე“ ჩაატარებს.

„ანიელისთან ვახშამი ჯერ კიდევ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ იყო დაგეგმილი, მაგრამ გარკვეული ვალდებულებების გამო ერთი კვირით გადაიდო. ეს ნორმალური პროცესია, მე ხშირად ვხედავ პრეზიდენტს და ზოგჯერ ერთად ვვახშმობთ კიდეც. ასევე ნორმალურია, რომ ჩემი მუშაობა ყოველთვის გამოცდის ქვეშაა, რადგან ეს “იუვენტუსია”. ვფიქრობ, ყველაფერი რიგზეა და ნორმალურადაა. ჩვენ თებერვალში ვართ და ყველა ტურნირში ვიბრძვით გამარჯვებისთვის.

მენტალური პრობლემა? ჩვენ ვცდილობთ ეს მოვაგვაროთ, გარკვეულ სიტუაციებში საკუთარი თავი დავკარგეთ. ერთმანეთში ვისაუბრეთ ამაზე. რას ნიშნავდა ჩემი სიტყვები, „იმედია ვიღაც დამეხმარება“? ეს იყო კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, სადაც გაცილებით ფართი ფრაზის მიწოდებას ამის თქმა ჯობდა.

პიანიჩი „მეძალას“ პოზიციაზე? არა, რადგან ის სწრაფი არაა. მას აქვს ტექნიკური თვისებები, რომ ცენტრალური ნახევარმცველი იყოს. ჩემთვის საუკეთესოა იმ პოზიციაზე, სადაც ახლა თამაშობს. დარწმუნებული ვარ 15 დღეში ისევ დაუბრუნდება ძველ ფორმას და გადამწყვეტი იქნება.

რონალდუ? მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და როგორც კი დაღლილობას იგრძნობს, მაშინვე მეტყვის. ასე, რომ ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვაფასებთ სიტუაციას.

მესი „იუვენტუსში“? ის „ბარსელონას“ წევრია. „ბარსელონას“ მენეჯერი რომ ვიყო, ვიტყოდი: „კი მაგრამ რა უნდა ამ დამპალ სარის?“ ამიტომ, მირჩევნია, რომ ამ კითხვაზე არ გიპასუხოთ.

კიელინიმ დღეს ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში 50 წუთი ითამაშა სამოყვარულო გუნდის წინააღმდეგ, მას სხვა ტესტებიც სჭირდება, მაგრამ სწორ გზაზე ვიმყოფებით.

რემზი? ინგლისური ფეხბურთი სრულიად განსხვავებულია, ნაკლებად ტაქტიკურია ჩვენთან შედარებით. ჩვენს ჩემპიონატში თამაში ადვილი არაა და არ დაგვავიწყდეს, რომ მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ვფიქრობ, იზრდება, როგორც კონდიციის, ისე მენტალური თვალსაზრისით.

ბენტანკური? ვერონაში მისი შეცდომა უნდა დარჩეს ერთჯერადად, ჩვენ უნდა გვესმოდეს სიტუაცია მოედანზეც“.

„მილანმა“ ძალიან მოუმატა, როგორც შედეგების, ისე მენტალური თვალსაზრისით. დერბი ძალიან კარგად ჩაატარა. რთული თამაში იქნება სავსე სტადიონის წინაშე, ვიცით, რომ იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაში ყველასთის სტიმულია”, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …